ბიოგრაფიული დრამა აბსოლუტური გენიოსის, მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ, ადამიანი და მახატვარი, რომელიც ერთის მხრივ, მორცხვი და მოუსვენარია და ამავე დროს თავისი მრწამსის და იდეოლოგიის დასაცავად, შეუძლია გამბედაობა გამოავლინოს. ორი მთავარი გმირის – მიქელანჯელო ბუონაროტის და ჯორჯო ვაზარის დამსახურებით მაყურებელი მხატვრის საოცარ სამყაროში მოხვდება, სადაც უკანასკნელი, ცნობილი ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი და არქიტექტორი, თავის მხრივ, ავტორიტეტული თხრობის მეშვეობით საიმედო და მგზნებარე ფილმის გიდია. ამავე დროს, მიქელანჯელო მისი ტანჯული და კრიტიკული ცხოვრების ძირითად მომენტებს იხსენებს. ფილმში წარმოდგენილია ხელოვნების ნიმუშები, ულტრა მაღალი სისუფთავის (4K HDR) განსაცვიფრებელი გამოსახულებებით, მათ შორის ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები და ნახატები, რომელსაც მოწინავე და კომპლექსური ციფრული ეფექტების წყალობით საოცარი რეკონსტრუქციები ემატება.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იტალია, ვატიკანი
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა
რეჟისორი: Emanuele Imbucci
მსოფლიო პრემიერა: 27 სექტემბერი
მსახიობები: Enrico Lo Verso, Ivano Marescotti.