სიუჟეტის ცენტრშია 28 წლის მექსიკელი მამაკაცი ელიხიო, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი საყვარელი ცოლი სუსანა უკვალოდ გაქრა. ელიხიოს წარმოდგენა არ აქვს, სად წავიდა იგი, და რაც მათავრია – რატომ. მალე ელიხიო გაიგებს, რომ კარიერაზე მეოცნებე ფემინისტი მწერალი სუსანა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სასოწარკვეთილი ელიხიო, იმ იმედით, რომ მის საყვარელ მეუღლეს დაიბრუნებს, მექსიკიდან აშშ-ის შტატ აიოვაში მიდის, სადაც ერთ-ერთ უნივერსიტეტში საბოლოოდ პოულობს მის “ერთგულ” მეუღლეს. მაგრამ სუსანას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ იგი აღარ დაუბრუნდება ძველ ცხოვრებას. ზამთარი, უცნობი გარემო და ჩრდილოეთის უცხო კულტურა წნეხში აქცევს ელიხიოს და საკუთრი დემონების პირისპირ აყენებს.
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: მექსიკა, კანადა
ჟანრი: კომედია, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: Roberto Sneider
მსოფლიო პრემიერა: 5 მარტი
მსახიობები: Gael García Bernal, Verónica Echegui, Ashley Hinshaw, Jadyn Wong, Björn Hlynur Haraldsson, Adam Hurtig, Andrés Almeida, Tristan Carlucci, Barbara Garrick, Daniel Giménez Cacho, Gabino Rodríguez, Ilse Salas, Julian Sedgwick, Maite Suarez Diez, Gordon Tanner.