შეერთებულ შტატებში მდებარე პატარა ეკლესიის სკოლაში მომხდარი მკვლელობიდან ექვსი წლის შემდეგ, მზადება მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე ბიჭის მშობლებსა და მისი ერთ-ერთი მსხვერპლის მშობლებს შორის შეხვედრისთვის, სადაც თავიდან დაღუპულის მშობლები გეილი და ჯეი, ხოლო ცოტა მოგვიანებით, რიჩარდი და ლინდა ჩადის. ვინაიდან მათ არ იციან როგორ დაიწყონ საუბარი, ისინი მიმართავენ მეთოდებს, რომლებიც კენდრამ მათ წინასწარ შესთავაზა. ამიტომ, გმირები ერთად ათვალიერებენ ფოტოებს. რიჩარდი და ლინდა განმარტავენ, რომ მათი შვილი ბულინგის მსხვერპლი იყო, მას არ ჰყავდა მეგობრები და სულ უფრო და უფრო იზოლირებული გახდა. გეილი და ჯეი სინანულით აღნისშავენ, რომ მათმა შვილმა თავი ონლაინ თამაშებს შეაფარა, რომელზე მათ სათანადო რეაგირება უნდა მოეხდინათ.
გამოსვლის წელი: 2021
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Fran Kranz
მსოფლიო პრემიერა: 30 იანვარი
მსახიობები: Breeda Wool, Kagen Albright, Michelle N. Carter, Martha Plimpton, Jason Isaacs, Reed Birney, Ann Dowd, Michael White, Campbell Spoor.