მანიაკი (სეზონი 1) / Maniac

О t
მანიაკი

2014 წლის ამავე სახელწოდების ნორვეგიული სერიალის ამერიკული ადაპტაცია, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ბიჭის და გოგონას ფანტაზიების შესახებ მოგვითხრობს. სერიალის ცენტრალური პერსონაჟი – კეთილი და მხიარული ბიჭია, რომელსაც თითქმის ნებისმიერ პრობლემას შეუძლია გაუმკლავდეს. მისი ყოველდღიური რუტინა სავსეა ნათელი შთაბეჭდილებებით და გასართობი ღონისძიებებით. მას ფული არ სჭირდება, რადგან ფინანსურად, ბიჭს ყველაფერი კარგად აქვს. მის გარშემო უამრავი მეგობარი და ლამაზი ქალბატონია, რომლებსაც იგი უყვართ და ზედმეტად პატივს სცემენ. მთავარი გმირი კარგ გონებას, სიკეთს და გამჭრიახობას ფლობს. მას ყოველთვის შეუძლია რთული სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა. გასაკვირი ის არის, რომ სერიიდან სერიამდე, ის ხან ნიჭიერი მომღერალი, ხან წარმატებული ბიზნესმენი, ხან სპორტის ჩემპიონი, ხან მამაცი მეომარი და ხან კანონიერი ქურდი არის, ხოლო ზოგჯერ მას შორეულ წარსულში შეუძლია მოხვდრა, სადაც ის თითქმის მარტო ახერხებს ნაცისტური გერმანიის დამარცხებას. ასეთი ცხოვრება საკმაოდ რთულია დაიჯერო… პასუხი მარტივია – ჩვენი გმირი რეალურად ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტია. მისი სამყარო, სავსეა საინტერესო თავგადასავლებით და საფრთხეებით – მხოლოდ ფანტაზიებში. ზოგჯერ ბიჭს ეჩვენება, რომ ეს მისი რეალობაა, მაგრამ სამწუხაროდ მასში სამუდამოდ დარჩენა შეუძლებელია, ხანდახან მას მკაცრ რეალობაში დაბრუნება უწევს.

RUS-თრეილერი: მანიაკი (სეზონი 1) / Maniac
ENG-თრეილერი: მანიაკი (სეზონი 1) / Maniac

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალი, კომედია

რეჟისორი: Cary Joji Fukunaga

მსოფლიო პრემიერა: 21 სექტემბერი

მსახიობები: Sejal Shah, Aaralyn Anderson, Alexandra C. Curran, Christian DeMarais, Julia Garner, Rome Kanda, Geoffrey Cantor, Cailin Loesch, Hannah Loesch, Sonoya Mizuno, Josh Pais, Ramya Pratt, Lauren E. Banks, Marlene Ginader, Jacqueline Grabois, Jonah Hill, Maho Honda, Zac Shearon, Emma Stone.

4.8/5 - (6)