დამზადებულია ბანგლადეშში / Made in Bangladesh (The Women Behind the Label / Shimu)

О t
დამზადებულია ბანგლადეშში

სავარაუდოდ, თქვენი გარდერობის მინიმუმ ერთმა ნივთმა ცხოვრება ბანგლადეშში დაიწო. ეს არის სოციალური დრამა, რომელიც ექსპლუატაციის შემაშფოთებელ ამბავს მოგვითხრობს ქალების შესახებ, რომლებიც ჩვენს ჯინსებსა და მაისურებს ქმნიან. შიმუ ბავშვობაში თავისი სოფელიდან გაიქცა, როდესაც მისი დედინაცვალი მას შუახნის მამაკაცზე გათხოვებით დაემუქრა. ახლა მთავარი გმირი 23 წლისაა და დედაქალაქში ცხოვრობს, სადაც ის სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფაბრიკაში გაჩენილი ხანძარი მისი კოლეგების სიკვდილს გამოიწვევს, შიმუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის ბრძოლას და კოლეგების ნაწილთან ერთად ალიანსის ჩამაყალიბებას გადაწყვეტს. შედეგად შიმუ ფაბრიკის ყოველ ნაბიჯზე წინააღმდეგობას ხვდება, არა მხოლოდ მისი პატრიარქატი დამსაქმებლების მხრიდან, რომლებიც მას ღიად ემუქრებიან, არამედ მისი კოლეგებისგანაც, რომლებიც სასოწარკვეათილები ცდილობენ სამსახურის შენარჩუნებას ისეთ სამყაროში, რომელშიც გადარჩენის ვარიანტი ძალიან მცირეა.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: საფრანგეთი, ბანგლადეში, დანია, პორტუგალია

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Rubaiyat Hossain

მსოფლიო პრემიერა: 6 სექტემბერი

მსახიობები: Rikita Nandini Shimu, Novera Rahman, Parvin Paru, Mayabi Rahman, Shahana Goswami, Monju Begam, Mita Chowdhury, Momena Chowdhury, Sajed Hossein, Wahida Mollick Jolly, Joyraaj, Samina Lutfa, Deepanwita Martin, Mostafa Monwar, Mita Rahman.

5/5 - (1)