შავი მთვარე / Luna negra

О t
შავი მთვარე

ნამდვილი ამბავი, რომელიც მოხდა მექსიკაში 2012-2014 წლებში, როდესაც ვერაკრუსის პროვინციის მცხოვრებლებმა მოიგეს ბრძოლა ბრაზილიური ტრანსნაციონალური კორპორაციისა “Odebrecht” და კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებმაც გადაწყვიტეს აეშენებინათ კაშხალი ხალკომულკოში მდებარე მდინარე ანტიგუაზე. სამი ძმის ამბავი ვლინდება ოცნებებს, იდეალებსა და იმედგაცრუებებს შორის საზოგადოების აჯანყების კონტექსტში, რომლებიც მთელი ძალებით იცავენ მათ მდინარეს სამშენებლო კომპანიისგან. ფილმის რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია ხალხის ტკივილისა და არეულობის ჩვენება, ამიტომ პროტესტის გაღვივება ადგილობრივი ოჯახის პრიზმაშია ნაჩვენები. ახალგაზრდა ეკოაქტივისტი თითქმის მარტოდ წარმოაჩენს მთელი ქალაქის ინტერესებს, სადაც ადგილობრივებს ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება მდინარეში მცურავი ახალი თევზისა და იდუმალი ქალთევზების გარეშე.

გამოსვლის წელი: 2023

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: მექსიკა

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Tonatiuh García

მსოფლიო პრემიერა: 10 ივნისი

მსახიობები: Claudio Roca, Eileen Yañez, Raúl Briones, Jorge Antonio Guerrero, Isabel Luna, Leidi Gutiérrez, Dalia Xiuhcoatl, Juan Pablo de Santiago, Víctor Varona, Cupertino Álvarez, Mario Palmerin, Fabián Corres, Rodrigo Colorado, Leticia Huijara, Odiseo Bichir, Ramiro Fumazoni, Leónidas Urbina, Víctor Civeira, Angélica Lara, Óscar Rubí.

5/5 - (1)