
ტიმ მილერის (დედპული) და დევიდ ფინჩერის (მებრძოლთა კლუბი) ანიმაციური პროექტი, რომლებიც საუცხოო ისტორიების ნარევს წარმოგვიდგენენ, რომელიც სრულიად განსხვავებული ჟანრის მოთხრობებითაა წარმოდგენილი, სადაც მაყურებელს სამეცნიერო ფანტასტიკის, უჩვეულო იუმორის, საოცარი ფენტეზური სამყაროების და საშინელებათა კლასიკურ ელემენტებთან შეჯახება მოელის. სიუჟეტის ცენტრში იდუმალი გარემოებების შემდეგად გაცოცხლებული რძის პროდუქტები, რომლებიც მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ, მაქცია-ჯარისკაცები, შეშლილი რობოტები, ნაგვის მონსტრები, კიბორგებზე მონადირეები, უცხოპლანეტელი ობობები და ჯოჯოხეთის სისხლისმსმელი დემონები აღმოჩნდებიან. თქვენს წინაშე შემზარავი ისტორიებია, რომელიც სიგიჟის და აფსურდის მოყვარულებს აუცილებალდ მოეწონებათ.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: სერიალი, მულტფილმი, კომედია, ფენტეზი, საშინელება, ფანტასტიკა
რეჟისორი: Tim Miller
მსოფლიო პრემიერა: 15 მარტი
მსახიობები: Hayley McLaughlin, Helen Sadler, Stefan Kapicic.