სიყვარული და საყელოები / Love and Leashes (Moral Sense)

О t
სიყვარული და საყელოები

კორეულ ვებტუნზე “მორალური გრძნობა” დაფუძნებული მხიარული და პროვოკაციული რომანტიკული კომედია, განსხვავებული ხასიათისა და გემოვნების ახალგაზრდა წყვილის შესახებ. დიდ კორპორაციაში მომუშავე გოგონას, იუნგ ჩჟი-უს თავისი კოლეგა იუნგ ჩჟი-ჰუნი მოსწონს. მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც იუნგ ჩჟი-უ იუნგ ჩჟი-ჰუნისთვის განკუთვნილ ამანათს შეცდომით მიიღებს. როცა გოგონა ამანათს გახსნის მოულოდნელად ძაღლის საყელოს აღმოაჩენს, რაც ჩჟი-უ ძალიან დააბნევს, რადგან მას არასდროს უთქვამს მისთვის, რომ შინაური ცხოველი ჰყავდა. მალე ირკვევა, რომ ძაღლის საყელო სადო-მაზოხიზმისთვის იყო განკუთვნილი და ის ჩჟი-ჰუნის ეკუთვნის, რომელიც ჩჟი-უს თავისი სექსუალური ფეტიშის და მორჩილი მონის როლის შესრულების სურვილზე უყვება და ეკითხება გახდება თუ არა ის მისი ბატონი. შედეგად, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, ახალგაზრდა გმირები შესაფერის შეთანხმებამდე მიდიან და სამთვიან ურთიერთობას იწყებენ. მაგრამ რა მოუვა ამ უცნაურ დუეტს, როდესაც მათი კონტრაქტი დასრულდება?

გამოსვლის წელი: 2022

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

ჟანრი: კომედიამელოდრამა

რეჟისორი: Hyeon-jin Park

მსოფლიო პრემეირა: 11 თებერვალი

მსახიობები: Seohyun, Lee Jun-young, EL, Seo Hyun-woo, Kim Han-na, An Seoung-kyun, Lee Suk-hyeong, Kim Bo-ra.

5/5 - (2)