პატარა ცეცხლი ყველგან (სერიალი) / Little Fires Everywhere

О t
პატარა ცეცხლი ყველგან

სელესტე ენჯის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, რომელიც ბედით გადაჯაჭვული ორი ოჯახის შთამბეჭდავ ამბავს მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში სამაგალითო და ღვთისმოსავი მისის რიჩარდსონი (რიზ უიზერსპუნი) აღმოჩნდება, რომელიც წესრიგის დაცვას არა მხოლოდ მის ოჯახში ახერხებს, არამედ მთელ პროვინციულ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს. აქ იგი დიდი პატივისცემითა და უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც ქალაქში იდუმალი და თავნება მხატვარი და ფოტოგრაფი მია უორენი (კერი ვაშინგტონი) და მისი ქალიშვილი ჩამოვლენ, რომლებსაც სხვისი წესებით ცხოვრება არ სურთ. მისის რიჩარდსონს ეს შოკში ჩააგდებს და მასში აღშფოთებას გამოიწვევს, რის შედეგადაც გმირებს შორის ნამდვილი ცეცხლი იფეთქებს, რაც ორივესთვის მოულოდნელ შედეგებს გამოიწვევს. დრამატული მინი-სერიალი, ხელოვნების ბუნების, იდენტობის და დედობის მრავალ საიდუმლოს – და იმის რწმენის საშიშროებას იკვლევს, რომ წესების დაცვით კატასტროფის თავიდან აცილება არის შესაძლებელი.

გამოსვლის წელი: 2020

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: სერიალიდრამა

რეჟისორი: Lynn Shelton

მსოფლიო პრემიერა: 18 მარტი

მსახიობები: Rosemarie DeWitt, Jordan Elsass, Joshua Jackson, Gavin Lewis, Jaime Ray Newman, Jade Pettyjohn, Anika Noni Rose, Megan Stott, Lexi Underwood, Kerry Washington, Lu Huang, Paul Yen, Stevonte Hart, John Pirruccello.

5/5 - (7)