მოვლენა / L’événement (Happening)

О t
მოვლენა

ანი ერნოს ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიური რომანის ეკრანიზაცია, რომელშიც მოვლენები 1963 წელს საფრანგეთში ვითარდება და ნიჭიერი სტუდენტი გოგონას ანას შესახებ დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ექიმთან ვიზიტის დროს მოულოდნელად გაიგებს, რომ ორსულად არის. გოგონას პერსპექტიული მომავალი საფრთხეში აღმოჩნდება, რადგან წინ გამოსაშვები გამოცდებია, ხოლო მისი მუცელი იწყებს ზრდას. ახალგაზრდა გმირი შიშობს, რომ უნივერსიტეტს ვერ დაამთავრებს და უკანონო შვილის გაჩენით ყველაფერს დაკარგავს. შედეგად, ის აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს, რათა დაასრულოს სწავლა და თავი დააღწიოს მისი პროლეტარული ოჯახის სოციალურ ბედს. თუმცა 1960-იან წლებში მთელ ქვეყანაში აბორტი იკრძალებოდა, სადაც საზოგადეობა ქალის სურვილს და ზოგადად სექსს გმობდა. ახლა ანას ცოტა დრო აქვს წინ, გამოცდები ახლოვდება, მუცელი მომრგვალებულია…

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Audrey Diwan

მსოფლიო პრემიერა: 5 სექტემბერი

მსახიობები: Anamaria Vartolomei, Kacey Mottet Klein, Luàna Bajrami, Louise Orry-Diquéro, Louise Chevillotte, Pio Marmaï, Sandrine Bonnaire, Anna Mouglalis, Leonor Oberson, Fabrizio Rongione, Alice de Lencquesaing.

5/5 - (2)