ირმის ტყავი / Le daim (Deerskin)

О t
ირმის ტყავი

განადგურებული ქორწინება ჟორჟს ბორკილებისგან ანთავისუფლებს და მას მისი ძველი ოცნების ასრულების საშვალებას აძლევს – 7,000 ევროდ ღირებული 100%-იანი ირმის ტყავის ქურთუკის ყიდვა. გარდა ამისა, ტანსაცმელთან ერთად ჟორჟი ვიდეოკამერას იღებს, რომლის წყალობითაც მთავარ გმირს კინორეჟისორად მოაქვს თავი, რითაც საარსებოდ ცოტა ფულის შოვნას ცდილობს, რადგან მთელი ფული მან ქურთუკში დახარჯა, ხოლო ანგარიშები მეუღლემ გაუყინა. ირმის ტყავის პირველი მორგების მომენტიდან, ჟორჟი ქურთუკით შეპყრობილი გახდება: ის მასთან ურთიერთობას იწყებს და მისთვის სპეციალურ ხმასაც კი მოიგონებს. მალე აშკარა ხდება, რომ ერთ პლანეტაზე რამდენიმე ქურთუკისთვის ძალიან პატარა ადგილია და მხოლოდ ერთი უნდა დარჩეს – ჟორჟის კუთვნილება. მთავარი გმირი სხვა ქურთუკების და მათი მფლობელების წინააღმდეგ იწყებს ომს.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: საფრანგეთი

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: Quentin Dupieux

მსოფლიო პრემიერა: 15 მაისი

მსახიობები: Jean Dujardin, Adèle Haenel, Albert Delpy, Coralie Russier, Laurent Nicolas, Marie Bunel, Pierre Gommé, Caroline Piette, Stéphane Jobert, Géraldine Schitter, Panayotis Pascot, Youssef Hajdi, Simon Thomas, Tom Hudson, Maryne Cayon.

5/5 - (9)