თოვლის საზოგადოება / La sociedad de la nieve (Society of the Snow)

О t
თოვლის საზოგადოება

1972 წელს ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი დაიქირავეს, რაც გაცილებით იაფი ჯდებოდა. 1972 წლის 12 ოქტომბერს ურუგვაელები ჩილეში უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს პილოტმა გზა განაგრძო. ამჯერად მან კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით გადაწყვიტა, რაც საშუალებას მისცემდა, დაბალ სიმაღლეზე ეფრინა. თვითმფრინავში 45 ადამიანი იმყოფებოდა. ახალგაზრდები მხიარულობდნენ და შეჯიბრებისთვის ემზადებოდნენ. მოულოდნელად ამინდი გაუარესდა, რამაც ხილვადობა თითქმის ნულამდე დაიყვანა. პილოტს დიდი პრობლემა შეექმნა – მას წარმოდგენა არ ჰქონდა, სად იმყოფებოდა. აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავი 5 ათასი მეტრის სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა. როცა შეცდომა შეამჩნიეს, უკვე დაგვიანებული იყო… შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავი თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა. 45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მტრულ და მიუწვდომელ გარემოში ჩარჩენილი გმირები იძულებუნლი ხდებიან მიმართონ უკიდურეს ზომებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

გამოსვლის წელი: 2023

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ურუგვაი, ესპანეთი, ჩილე

ჟანრი: სათავგადასავლობიოგრაფიულიდრამაისტორიულითრილერი

რეჟისორი: J.A. Bayona

მსოფლიო პრემიერა: 9 სექტემბერი

მსახიობები: Rafael Federman, Enzo Vogrincic, Agustín Pardella, Simon Hempe, Esteban Bigliardi, Matías Recalt, Fernando Contingiani, Esteban Kukuriczka, Valentino Alonso, Alfonsina Carrocio, Diego Vegezzi, Felipe Gonzalez Otaño, Juan Diego Eirea, Andy Pruss, Tomas Wolf, Paula Baldini, Santiago Vaca Narvaja, Juan Caruso, Felipe Ramusio, Rocco Posca, Francisco Romero, Agustín Berruti, Emanuel Parga, Agustín Della Corte, Luciano Chatton, Benjamín Segura, Maxi De La Cruz, Blas Polidori.

5/5 - (3)