მიმოწერა

О t
მიმოწერა

ფილმის გულისამაჩუყებელი მოვლენები გვაცნობს პრესტიჟული იტალიური კოლეჯის სტუდენტს. გოგონას რომელსაც რომანი აქვს მის ყოფილ მასწავლებელთან ცნობილ ასტროფიზიკოს ედვარდთან. მთავარი გმირების ურთიერთობას მელოდრამაში “მიმოწერა” აქვს ვნება, ურთიერთგაგება და … დიდი ასაკობრვი სხვაობა. თუმცა, არის კიდე რაღაც – მათ მუდმივად დიდი მანძილი აშორებთ, და შეყვარებულები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ერთხელ ნახულობენ ერთმანეთს. მაგრამ ეს საერთოდ არ უშლის ხელს ემის და ედვარდს განაგრძონ ურთიერთკავშირი, ისინი პრაქტიკულად ყოველდღე ვიდეოკავშირით ურთიერთობენ და რეგულარული მიმოწერა აქვთ სოციალურ ქსელში. ახლოვდება გმირების მორიგი შეხვედრა – უნივერსიტეტში  უნდა გაიმართოს ლექცია ასტროფიზიკაზე, რომესაც უნდა უხელმძღვანელოს პროფესორმა ედვარდიმ. თუმცა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ის აფრთხელებს ემის, რომ ვერ შეძლებს ის უნივერსიტეტში ლექციაზე დასწრებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ვერ შეხვდებიან ერთმანეთს. ედვარდის უჩვეულო მოქცევა შეყვარებულ გოგონას უცნაურად ეჩვენა, მაგრამ ის ამას დიდი მნიშვნელობას არ მიანიჭებს, გადაწყვეტს ლექციას დაესწროს. მას იქ ელოდება საშინელი აღმოჩენა, პროფესორი ედვარდი ცოტა ხნის წინ მძიმე ავადმყოფობით გარადაიცვალა. ტრაგიკული ამბავი სტუდენტს სევდას მოჰგვრის, ის ხომ მას რამოდენიმე საათის უკან ესაუბრა. უფრო მეტიც, ედვარდისგან იგი კვლავ იღებს შეტყობინებებს. იმისთვის, რომ გაარკვის თუ რა ხდება, ემი გადაწყვეტს ეწვიოს მის სახლს ედინბურგში. რა აღმოჩენები ელოდება ემის?

ENG-თრეილერი: მიმოწერა

RUS-თრეილერი: მიმოწერა


ორიგინალი სახელი: La corrispondenza

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: იტალია

რეჟისორი: Giuseppe Tornatore

მსოფლიო პრემიერა: 14 იანვარი

მსახიობები: Olga Kurylenko, Jeremy Irons, Shauna Macdonald. 

4.7/5 - (3)