ფილმი მოგვითხრობს პრესტიჟული იტალიური კოლეჯის სტუდენტი გოგონას შესახებ, რომელსაც რომანი აქვს მის ყოფილ მასწავლებელთან, ცნობილ ასტროფიზიკოს, ედვარდთან. გმირების ურთიერთობაში დიდი ასაკობრვი სხვაობაა. თუმცა, არის კიდე რაღაც – მათ მუდმივად დიდი მანძილი აშორებთ, და შეყვარებულები მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ერთხელ ნახულობენ ერთმანეთს. მაგრამ ეს საერთოდ არ უშლის ხელს ემის და ედვარდს განაგრძონ ურთიერთკავშირი, ისინი პრაქტიკულად ყოველდღე ვიდეოკავშირით ურთიერთობენ და რეგულარული მიმოწერა აქვთ სოციალურ ქსელში. ახლოვდება გმირების მორიგი შეხვედრა – უნივერსიტეტში უნდა გაიმართოს ლექცია ასტროფიზიკაზე, რომესაც უნდა უხელმძღვანელოს პროფესორმა ედვარდიმ. თუმცა ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ის აფრთხიელებს ემის, რომ ვერ შეძლებს უნივერსიტეტში ლექციაზე დასწრებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი კვლავ ვერ შეხვდებიან ერთმანეთს. ედვარდის უჩვეულო მოქცევა შეყვარებულ გოგონას უცნაურად ეჩვენა, მაგრამ ის ამას დიდი მნიშვნელობას არ მიანიჭებს, გადაწყვეტს ლექციას დაესწროს. მას იქ ელოდება საშინელი აღმოჩენა, პროფესორი ედვარდი ცოტა ხნის წინ მძიმე ავადმყოფობით გარადაიცვალა. ტრაგიკული ამბავი სტუდენტს სევდას მოჰგვრის, ის ხომ მას რამოდენიმე საათის უკან ესაუბრა. უფრო მეტიც, ედვარდისგან იგი კვლავ იღებს შეტყობინებებს. იმისთვის, რომ გაარკვის თუ რა ხდება, ემი გადაწყვეტს ეწვიოს მის სახლს ედინბურგში.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იტალია
რეჟისორი: Giuseppe Tornatore
მსოფლიო პრემიერა: 14 იანვარი
მსახიობები: Jeremy Irons, Olga Kurylenko, Simon Johns, James Warren, Shauna Macdonald, Oscar Sanders, Paolo Calabresi, Anna Savva, Irina Kara, Sammy Moreno, Marc Forde, Michael Sarne, Ian Cairns, Paul Ridley, Simon Meacock, Jean-Luc Julien, Darren Whitfield, Valerie Reid, Mark Thompson-Ashworth, Tristram Clarke, James Smillie, Hasan Cobanli, Hugh Loughlan, Stephen Larin, Christine Ingram, Gareth Norbury, Naomi Susan Isaacs, Carolina Massie, James Bloor, Lukian Guttenbrunner, Benjamin Schlesier, Elaine Lillian Joseph, Stephen Brian Tomasi.