დრამატული ამბავი სასტიკი სიყვარულის შესახებ, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოვლენები 2001 წელს ახლაგზრადა მოცეკვავე გოგონას სახელად ციაოს გარშემო ვითარდება, რომელსაც ადგილობრივი ბანდიტი ბინია შეუყვარდება. მაგრამ მოულოდნელად ბანდებს შორის გაჩაღებული ომი გოგონას იარაღის ხელში აღებას აიძულებს, რათა თავისი საყვარელი ადამინი დაიცვას. შეყვარებულის გამო ციაო დანაშაულს სჩადის, და რა თქმა უნდა ეს სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეუმჩნეველი არ რჩება, საბოლოო ჯამში მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. მისი გათავისუფლების შემდეგ, ერთგული გოგონა პირველ რიგში ბინიას მოსაძებნად მიდის, ციაოს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ მას იგი არ დავიწყებია და ყველაფერს ახლიდან დაიწყებს.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია
რეჟისორი: Zhangke Jia
მსოფლიო პრემიერა: 11 მაისი
მსახიობები: Tao Zhao, Fan Liao, Yi’nan Diao, Xiaogang Feng, Zheng Xu, Yibai Zhang.