ფრანგი მომღერალის და მსახიობის შარლოტ გენსბურის სადებიუტო ბიოგრაფიული დოკუმენტური ფილმი, მისი ლეგენდარული დედის, მომღერლისა და მსახიობის ჯეინ ბირკინის შესახებ. ფილმი მშობელსა და ქალიშვილს შორის რამდენიმე გულწრფელი საუბრისგან და ასევე ბირკინის სცენაზე გამოსვლის ვიდეო კადრებისგან შედგება, რომლის შედეგი არის თავისუფალი, მოსიყვარულე ფანჯარა ორი ქალის ემოციურ ცხოვრებაში, რომლებიც საუბრობენ რთულ თემებზე: დაბერება, გარდაცვალება, უძილობა, ცნობილი სახეები და განსხვავებული მოგონებები მათი საერთო წარსულიდან, მათ შორის შარლოტას მამა და ჯეინის ქმარი, სერჟ გენსბური. შარლოტას სიტყვებით, მას სურდა დაეფიქსირებინა ოჯახური გრძნობები, და ეცადა დედას პროფესიონალის კუთხით მიახლოებოდა და კამერის ობიექტივით დაკვირებოდა. გმირები კეიტ ბერის (ბირკინის ქალიშვილი) გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ ურთიერთობდნენ 6 წლის განმავლობაში, სავსებით ლოგიკურია, რომ ეკრანზე შერიგების მომენტიც მოხვდება – არა მყისიერი, არამედ თანდათანობითი დაახლოვებით.
გამოსვლის წელი: 2021
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დოკუმენტური, ბიოგრაფიული
რეჟისორი: Charlotte Gainsbourg
მსოფლიო პრემიერა: 7 ივლისი
მახიობები: Jane Birkin, Charlotte Gainsbourg, Jo Attal.