
ფილმის დამაინტრიგებელი ისტორია მოგვითხრობს გმირზე, რომელმაც უშუალოდ იცის თუ როგორ შეუძლია ბოროტებამ დაამახინჯოს ადამიანის სული. საქმე იმაშია, რომ ფილმის მთავარი გმირი გარკვეული დროის განმავლობაში დაკავებული იყო იმით, რომ პაციენტების სხეულიდან ეშმაკს დევნიდა, შეპყრობილის ქვეცნობიერში შეღწევით. მიუხედავად იმისა, რომ ის ინვალიდის ეტლს არის მიჯაწვული ეს მას ხელს არ უშლის, ის ეხმარება მის პაციენტებს დემონების დამღუპველი ზეგავლენისგან დაღწევაში. ამ დროის განმავლობაში, მან ბევრი ადამიანის სხეული და სული გაანთავისუფლა ბოროტრბის ციხიდან. და აი ის ხვდება ახალ პაციენტს, მაგრამ ის ისეთი არაა როგორც სხვები ის განსხვავებულია. საქმე იმაშია, რომ მთავარი გმირის ახალი პაციენტი ცხრა წლის ბიჭია, რომელიც დემონის ხაფანგში მოხვდა, ახლა მას მოუწევს გულმოდგინე შრომა ბავშვი რომ გაათავისუფლოს. მაგრამ დემონის განდევნამ შესაძლოა ბავშვის ფსიქიკა გაანადგუროს, თუმცა ის მაინც გადაწყვეტს ჩაატაროს პროცედურა, და გადარჩინოს ბავშვი. და აი როდესაც იგი იწყებს პაციენტის გონებაში შეღწევას, იგი ამჩნევს რომ ეს დემონი მან უკვე განდევნა, რომ იგი იცნობს მას.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი, საშინელება
რეჟისორი: Brad Peyton
მსოფლიო პრემიერა: 1 დეკემბერი
მსახიობები: Carice van Houten, Mark Steger, Aaron Eckhart, David Mazouz, Emjay Anthony, Catalina Sandino Moreno, Matt Nable, Keir O’Donnell, Karolina Wydra, Tomas Arana, Breanne Hill, Mark Henry, Seaonna Chanadet, John Pirruccello, Emily Jackson.