ფრაზა “არ მადარდებს, თუ ჩვენ ისტორიაში შევალთ როგორც ბარბაროსები” რუმინელი სამხედრო დიქტატორის, მარშალ იონ ანტონესკუს მიერ 1941 წლის ზაფხულში მინისტრთა საბჭოში იქნა წარმოთქმული, რაც აღმოსავლეთ ფრონტზე ეთნიკური წმენდის დასაწყისი გახდება. ფილმი შოვინიზმისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ დაპირისპირების მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და მეორე მსოფლიო ომში რუმინეთის როლს მონუმეტურად ასახავს. დამოუკიდებლად მოაზროვნე მთავარი გმირი, სახელად მარიანა ქუჩის წარმოდგენებს აწყობს, რომლის მიზანი სიმართლის დაბრუნებაა – იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ქვეყანა არა მხოლოდ ჰიტლერთან თანამშრომლობდა და ებრაელების და სხვა რასების წინააღმედ მის ფაშისტურ პოლიტიკას მხარს უჭერდა, არამედ “ებრაელების საკითხის” მაშტაბურ გადაწყვეტაში გერმანიის შემდეგ “მეორე იყო” და, რომ რუმინეთში ომის დროს 380 ათასი ებრაელი დაიღუპა. ქვეყნის ისტორიაში ეს მუქი ლაქა კვლავ მტკივნეული საკითხია საზოგადოებაში. სამწუხაროდ ისტორია არაფერს გვასწავლის…
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: რუმინეთი, გერმანია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი
რეჟისორი: Radu Jude
მსოფლიო პრემიერა: 2 ივლისი
მსახიობები: Ioana Iacob, Alex Bogdan, Alexandru Dabija, Ion Rizea, Claudia Ieremia, Catalin Anchidin, Ion Arcudeanu, Ilinca Belciu, Dana Bunescu, Adrian Cioflâncã, Eduard Cirlan, Bogdan Cotlet, Larisa Crunteanu, Liliana Ghita, Ilinca Harnut.