ფილმი ორმოცი წლის მარტოხელა-დედის, ასტრიდის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბალანსის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობს. როდესაც მისი თინეიჯერი ვაჟი, ფილიპი, ერთი კვირით გაუჩინარდება და მოულოდნელად უკან დაბრუნდება, მისი დედა და პედაგოგები ეჭვეობენ, რომ ახალგაზრდა გმირის გაუჩინარება მისი მამის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული. ახლა ასტრიდი ახლებურად უყურებს თავის არსებობას და მისთვის სულ უფრო რთული ხდება იმის მიღება, რომ მის შვილს საკუთარი ცხოვრება აქვს. როცა ფილიპი საავადმყოფოში სისხლის მოწამვლით მოხვდება, რომლის ფეხის თითი ამპუტაციას საჭიროებს, ასტრიდი დანაშაულის გრძნობას ვერ უმკლავდება. სბალოოდ მარტოხელა-დედა ეგზისტენციალური კითხვები პირისპირ დგება, რომლებიც ცხოვრებაზე მის ხედვას ცვლის.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: გერმანია, სერბეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Angela Schanelec
მსოფლიო პრემიერა: 12 თებერვალი
მსახიობები: Thorbjörn Björnsson, Esther Buss, Martin Clausen, Lucas Confurius, Maren Eggert, Marcel Kohler, Dane Komljen, Jelena Kuljic, Jakob Lassalle, Wolfgang Michael, Clara Möller, Ursula Renneke, Ann-Kristin Reyels, Franz Rogowski, Lilith Stangenberg.