ფილმი მოგვითხრობს ე.წ. ქრისტიანული როკ-ჯგუფის (აგრეთვე ცნობილი როგორც თეთრი მეტალი) “MercyMe”-ის მთავარი სოლისტის ბარტი მილარდის ცხოვრების და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის “მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია” შექმნის შესახებ, რომელიც მან მისი კიბოთი დაავადებული მამის გარდაცვალების შემდეგ დაწერა. ბარტი მუსიკის დახმარებით ცდილობდა აესახა მამასთან რთული ურთიერთობა, რათა კვლავ განეცადა სიძულვილის, სიყვარულის, აღფრთოვანების და სულიერი ერთობის მომენტები. ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი სიმღერა მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა, მეგა-ჰიტი გახდებოდა, და რაც მთავარია – მილიონობით ადამიანს იმედს აჩუქებდა.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
რეჟისორი: Andrew Erwin, Jon Erwin
მსოფლიო პრემიერა: 16 მარტი
მსახიობები: J. Michael Finley, Brody Rose, Dennis Quaid, Madeline Carroll, Cloris Leachman, Trace Adkins, Rhoda Griffis, David Norona, Tanya Clarke, Gianna Simone, Jason Burkey, J.R. Cacia, Priscilla C. Shirer, Charles Day, Nicole DuPort.