2013 წელს, კარიერის პიკზე მყოფი, მსახიობი პოლ უოკერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპება. მსახიობი მანქანაში იყო, რომელსაც მისი მეგობარი როჯერ როდასი მართავდა – ისინი საქველმოქმედო ღონისძიებიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც გზაზე როდასიმ საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა. მანქანას ცეცხლი მოეკიდა, და ორივე მათგანი ადგილზე გარდაოცვალა. პოლ უოკერის ტრაგიკული სიკვდილიდან მეხუთე წელს, მას მისი უახლოესი ადამიანები: მშობლები, ძმები, დები, მისი ქალიშვილი, მსახიობები და რეჟისორები დოკუმენტურ ფილმში გაიხსენებენ. ბავშვობაში გადაღებულ ამაღელვებელ ვიდეოში, ახალგახრდა პოლ უოკერი მის საფირმო ღიმილს გვიჩვენებს და პატარა ასაკიდანვე ავლენს მანქანებისადმი სიყვარულს. პოლს ქალიშვილი სახელად მიდოუ დარჩა, რომელიც უკვე 19 წლისაა. მან ჯერ კიდევ ვერ შეძლო მამის სიკვდილთან შეგუება და სოციალური ქსელებით რეგულარულად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: Adrian Buitenhuis
მსოფლიო პრემიერა: 11 აგვისტო
მსახიობები: Tyrese Gibson, Rob Cohen, Cody Walker, Caleb Walker, Oakley Lehman, Matt Luber, David Marquez, Andy Muxlow, Michael Domeier, Sean Lee, Erik MacArthur, Paul Walker Iii, Ashlie Walker, Cheryl Walker, Rhett Walker.