სკანდინავიური დრამა სხვადასხვა კულტურებს შორის შეჯახების შედეგებზე, რომელიც იმიგრანტ ქალთა უფლებებს ეხება. თექვმსეტი წლის პაკისტანელი გოგონა სახელად ნიშა ნორვეგიაში მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ნიშას მშობლები ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას ცდილობენ, მაგრამ გოგონა ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს, რომელსაც ევროპული ღირებულებები უფრო მეტად მოსწონს. სახლში იგი სამაგალითო და მორჩილი პაკისტანელი გოგონა არის, ხოლო მეგობრების წრეში – გაბედული ნორვეგიელი მოზარდია. ერთხელ მამა ნიშას მის ბოიფრენდთან ერთად საძინებელში წაასწრებს. გრანდიოზული სკანდალი იმით სრულდება, რომ იმედგაცრუებული მშობლები მათ ქალიშვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ უკან პაკისტანში აბრუნებენ. იქ, უცნობ ქვეყანაში გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებსაც ის თითქმის არ იცნობს, იძულებულია მოერგოს მკაცრ კულტურას, რომელიც მას თავისუფლებას ართმევს, რომლითაც იგი ოდესღაც სარგებლობდა.
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ნორვეგია, გერმანია, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Iram Haq
მსოფლიო პრემიერა: 9 სექტემბერი
მსახიობები: Maria Mozhdah, Adil Hussain, Ekavali Khanna, Rohit Saraf, Ali Arfan, Sheeba Chaddha, Lalit Parimoo, Nokokure Dahl, Isak Lie Harr, Maria Bock, Sara Khorami, Jannat Zubair Rahmani, Freddy Singh, Trine Wiggen.