ედუარდო, რაული და სანტიაგო ბავშობიდანვე განუყრელი მეგობრები არიან. ისინი მუდმივარ ხვდებიან ერთმანეთს, ერთად დადიან ფეხბურთზე, ერთად იღებენ შხაპს და ერთდ საუბრობენ ცხოვრებაზე, სიყვარულზე და ქალებზე. ედუარდო და რაული უკვე დიდი ხანია დაქორწინებულები არიან. მაგრამ 35 წლის სანტიაგო დღემდე უცოლოა. ერთ დღეს ყველაფერი შეიცვლება, როდესაც მოულოდნელად სანტიაგო აღიარებს, რომ ის გეია. თავიდან ეს ბიჭებს ძალინ შეაშფოთებს, განსაკუთრებით კი ჰომოფობ რაულის, რომელსაც მუდმივად ეჩვენება, რომ სანტიაგო მის შეცდენას ცდილობს. ეს ყველაფერი ნამდვილ პარანოიამდე მიდის, რაც მასში პანიკის შეტევას და ღამის კოშმარებს გამოიწვევს. უფრო მეტიც, როდესაც რაული ამის შესახებ თავის მეუღლეს ეტყვს, ის უარეს ისტერიკაში ჩავარდება და მას საუკეთესო მეგობართან ღალატში დაადანაშაულებს. რაული ინტერნეტში შემთხვევით სტატიას ნახავს, სადაც წერია, რომ არატრადიციული ორიენტაცია დაავადებაა, ახალ კი ის მთელი ძალებით ცდილობს თავისი მეგობარი კვლავ ნამდვილ მამაკაცად გადააქციოს. ამგავრად ისინი უამრავ კომიკურ სიტუაციებში აღმოჩნდებიან.
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ჩილე
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: Nicolás López
მსოფლიო პრემიერა: 11 აგვისტო
მსახიობები: Mauricio Ochmann, Alfonso Dosal, Aislinn Derbez, Humberto Busto, Ignacia Allamand, Ariel Levy, Luis Pablo Román.