მოვლენები 1975 წელს კამბოჯაში ვითარდება და ახალგაზრდა ქალის, ჩაუს დრამატული ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლის ყოველდღიური სამყარო მოულოდნელად წითელი ქმერების რეჟიმის მოსვლასთან ერთად თავდაყირა დადგება, როდესაც საკუთარი სახლიდან იძულებით გაძევების საყოველთაო ქაოსის დროს, ჩაუს მის 4 წლის ვაჟთან დააშორებენ, რომელსაც უცნობ ადგილას წაიყვანენ. და ახლა სანამ მისი ახალი მწარე და საშინელი რეალობის წინაშე მყოფი, სასოწარკვეთილი დედა ჯარისკაცების მეთვალყურეობის და მუდმივი დამცირების ქვეშ დღე და ღამე მინდორში მუშაობს, ის თავისი ოჯახის გაერთიანების გადაწყვეტილების მტკიცე ერთგული რჩება – მაშინაც კი, თუ ეს მას ყველაფრის ფასად დაუჯდება. ანიმაციური ფილმი ადამიანების ყველა იმ ტკივილს და სასოწარკვეთას გვიჩვენებს, რომლებიც წითელი ქმერების რეჟიმის სისასტიკის და უსამართლობის წინაშე აღმოჩნდნენ.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია
რეჟისორი: Denis Do
მსოფლიო პრემიერა: 11 ივნისი
მსახიობები: Bérénice Bejo, Louis Garrel, Colette Kieffer, Aude-Laurence Clermont Biver, Brice Montagne, Franck Sasonoff, Hervé Sogne, Maxime Baudoin, Tom Trouffier, Lila Lacombe, Emilie Marié, Céline Ronté, Thierry Jahn, Eugénie Anselin, Jérôme Varanfrain.