ცეცხლი მთებში / Fire in the Mountains (Swizerland)

О t
ცეცხლი მთებში

ჩანდრა და მისი ქმარი დაჰარამა ჰიმალაის პატარა სოფელში მდებარე სასტუმრო Swizerland Homestay-ს მართავენ. ჰიმალაის მთებში ცხოვრება დიდ პრობლემას წარმოადგენს ოჯახისთვის, რომლებსაც მათი ინვალიდი შვილის პრაკაშის ექიმთან და სკოლაში წასაყვანად მისი მთიდან ინვალიდის ეტლით ჩამოყვანა უწევთ. მაშინ, როცა ჩანდრა ფიქრობს, რომ პრაკაშს მეტი სამედიცინო დახმარება სჭირდება, დაჰარამს ეს იდეა არ მოსწონს, რადგან მას ფულის ჩადება შამანურ რიტუალში ურჩევნია, რომელიც, მისი აზრით, გაათავისუფლებს მათ ღვთაების წყევლისგან და შვილის ტანჯვის გამომწვევი მიზეზისგან. შედეგად, რაც უფრო მეტად განსხვავდება მეუღლეთა მსოფლმხედველობა, მით უფრო ძლიერდება დაძაბულობა მათ ოჯახში.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინდოეთი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Ajitpal Singh

მსოფლიო პრემიერა: 31 იანვარი

მსახიობები: Vinamrata Rai, Chandan Bisht, Harshita Tiwari, Mayank Singh Jaira, Sonal Jha.

5/5 - (1)