ორ დედას შორის გახლეჩილი 10 წლის მორიდებული გოგონას სახელად ვიტორიას დრამატული ამბავი. ამბავი არასრულყოფილ დედობაზე და ურღვევ კავშირებზე, ასევე გადაულახავი გრძნობების და ჭრილობების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაზე. ვიტორიას მის საყვარელ და კეთილ დედასთან ტინასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მაგრამ ერთ დღეს მათი მშვიდი სარდინიული ცხოვრება დაირღვევა, როდესაც ახალგაზრდა მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ ადგილობრივი წვეულებების მოყვარული ანჟელიკა – მისი ნამდვილი დედაა. როცა ანჟელიკა ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდება ქალაქი დატოვოს, ის ვიტორიასთა გაცნობას ითხოვს. ტინა მის თხოვნას თანხმდება იმ იმედით, რომ ანჟელიკა მალე დატოვებს ქალაქს. თუმცა რაღაც ღრმის და აუხსნელის ძიებაში, ვიტორია და ანჟელიკა სასოწარკვეთილი ტინას ნების საწინააღმდეგოდ სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იტალია, გერმანია, შვეიცარია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Laura Bispuri
მსოფლიო პრემიერა: 18 თებერვალი
მსახიობები: Valeria Golino, Alba Rohrwacher, Sara Casu, Udo Kier, Michele Carboni, Michela Atzeni, Emanuela Bilancetta, Giuseppe Boy, Massimiliano Caprara, Lia Careddu, Francesco Falchetto, Maria Loi, Fiorenzo Mattu, Felice Montervino, Carla Orrù.