კრიტიკული მდგომარეობა / Emergency

О t
კრიტიკული მდგომარეობა

2018 წლის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის სრულმეტაჟიანი ადაპტაცია, კოლეჯის მოსწავლეების კუნლეს და მისი საუკეთესო მეგობრის შონის შესახებ, რომლებიც საზაფხულო არდადაგების დროს გრანდიოზულ წვეულებაზე გამგზავრებას აპირებენ. მათი “ლეგენდარული ტურის” დაწყებამდე გმირები ბრუნდებიან თავიანთ ბინაში, სადაც აღმოაჩენენ, რომ მათმა მეზობელმა კარლოსმა კარი ღია დატოვა. როდესაც ისინი კანკალით შედიან ოთახში, შონი და კუნლე იატაკზე აღმოაჩენენ გონება დაკარგულ, მთვრალ უცნობ თეთრკანიან ქალს. კუნლეს სურს პოლიციის გამოძახება, მაგრამ შონი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ იდეას, შეშფოთებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოსდ ეს შემთხვევა, როცა პოლიცია გამოჩნდება (ორი შავკანიანი, ერთი ლათინოამერიკელი და უგონო თეთრკანიანი ქალი). შედეგად, ახალგაზრდა გმირებს გოგონა რომლის ნამდვილი სახელია ემაა, ფურგონში გადაჰყავთ, რომლებიც მის უსაფრთხო ადგილას წაყვანას გეგმავენ. ამასობაში, ემას და, მედი ხვდება, რომ ემამ წვეულება დატოვა, სადაც ისინი იყვნენ და ახლა მთვრალი იწყებს მის ძებნას ემას ტელეფონის ადგილმდებარეობის გამოყენებით. შედეგად, იწყება ქაოტური, მხიარული და ინტენსიური დევნა ქალაქში, სანამ ჩვენი გმირები ემას გადარჩენის მცდელობაში, თავიანთი განსხვავებების წინააღმდეგ იბრძვიან.

გამოსვლის წელი: 2022

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედიადრამა

რეჟისორი: Carey Williams

მსოფლიო პრემიერა: 20 იანვარი

მსახიობები: RJ Cyler, Donald Elise Watkins, Sebastian Chacon, Sabrina Carpenter, Maddie Nichols, Madison Thompson, Diego Abraham, Summer Madison, Gillian Rabin, Patrick Lamont Jr., Robert Hamilton, Mike Forbs, Adrian Lockett, Melanie Jeffcoat, James Healy Jr., John Paul Kakos, Callan Wilson, Charity Cervantes, Amar, Connor Hammond, Angela Ray, Nadine Lewington, Casey Hendershot, John Cenatiempo, Kevin Mikal Curry, Ebbe Bassey, Neil D’Astolfo, Phyllis Johnson, Grayson Brooks, Luke Cross, Maurice T Johnson, Jamie Michelle Kelley.

5/5 - (2)