ბიოგრაფიული დრამა, რომელიც მოგვითხრობს 1901 წლის 8 ივნისს ესპანეთში მომხდარი პირველი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ელისი და მარჩელა, უკვე რამდენიმე წელია ერთმანეთს ხვდებიან და კარგად ესმით, რომ მათი ურთიერთობები საზოგადოების წესებს ეწინააღმდეგება. ისინი ყველანაირად ცდილობენ თავიანთი სიყვარული დამალონ. მაგრამ 1901 წელს შეყვარებულების მოთმინების ფიალა აივსება, მარჩელა მამაკაცის პერსონას იღებს და მარიო სანჩესის სახელით დაქორწინდება ელისიზე, რაც მათ სრულიად სამართლებრივი პროცედურის ჩატარების საშვალებას მისცემს. ამ მომენტიდან ყველაფერი შეიძლება იდეალურად ყოფილიყო და ახლა უკვე დაქორწინებული წყვილი ბედნიერი ცხოვრებით დამტკბარიყო. მაგრამ მათ გარშემო ხალხი ეჭვობოს, რომ რაღაც უცნაური ხდება. როდესაც სიმართლე გამოვლინდება, ბრბოს რისხვა და სიძულვილი გოგონებს დაატყდება თავს, და მასთან ერთად კანონის სასტიკი ხელი, რომელიც გმირებს დამნაშავებად მიიჩნევს.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ესპანეთი
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: Isabel Coixet
მსოფლიო პრემიერა: 13 თებერვალი
მსახიობები: Francesc Orella, Natalia de Molina, Lluís Homar, Jorge Suquet, Manolo Solo, Tamar Novas, Covadonga Berdiñas, Sara Casasnovas, Greta Fernández, María Pujalte, Tania Lamata, Amparo Moreno, Manuel Lourenzo, Milo Taboada, Marta Ribeiro.