სატურული დრამა გადაწყვეტილებების შესახებ, რომელსაც ქალები და მამაკაცები მშობლის მოვალეობების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აკეთებენ, რომელიც სამყაროში ახალი სიცოცხლის შექმნის პირად, სოციალურ, პროფესიულ და იდეოლოგიურ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. სიუჟეტის ცენტრში სამხატვრო სკოლის ორი მეგობარის თინას და კარენის ამბავია, რომელთა გზები კოლეჯის დამთავრების შემდეგ გაიყრება. მაგრამ წლები გადის და გმირები ერთ დღეს ოჯახურ ვახშამზე შეიკრიბებიან, რომლის დროს დედობის მათი განსხვავებული ხედვების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თინა წარმატებული მხატვარია, რომელიც ახლგაზრდა და ლამაზი სუროგატი დედის სახელად კიკის დახმარებით აპირებს დედა გახდეს, ხოლო კარენმა კარიერა და ხელოვნება გაწირა, რათა დედა და ცოლი გამხდარიყო, რომელიც ახლა ტრადიციული დედობის ღირსებას თავგამოდებით იცავს.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: Marianna Palka
მსოფლიო პრემიერა: 21 აპრილი
მსახიობები: Christina Hendricks, Alysia Reiner, David Alan Basche, Anna Camp, Gbenga Akinnagbe, Harris Doran.