დიუნი / Dune: Part One (Dune)

О t
დიუნი

სათავგადასავლო ფანტასტიკა, ახალგაზრდა არისტოკრატის, პოლ ატრეიდესის (ტიმოთე შალამე) შესახებ, რომელიც სამყაროში ყველაზე საშიშ პლანეტა არაკისში მიდის, რათა მისი ოჯახის და მისი ხალხის მომავალი უზრუნველყოს. არაკისში უნიკალური ნივთიერება – “მელანჟი” მოიპოვება, რომელიც კოსმოსურ ხომალდს კომპიუტერების დახმარების გარეშე კოსმოსური სივრცის გადალახვაში ეხმარება. ატრეიდესი და მისი ოჯახი იმპერატორის ბრძანებით პლანეტის მართვის უფლებას მიიღებენ, მაგრამ მალე ჰარკონენების ჯარების მიერ თავდასხმის შედეგად თითქმის ყველა დაიღუპება. მხოლოდ პოლი და მისი დედა გადარჩება, რომლებიც უდაბნოში დაიმალებიან, სადაც ატრეიდესი უდაბნოს ხალხის – ფრემენების საზოგადოების წევრი გახდება. ფრემენები ხვდებიან, რომ ახალგაზრდა გმირი რჩეულია, და პოლს, ჰარკონენების და იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერენ. სანამ ბოროტი ძალები რესურსებში ყველაზე ფასეული – საქონლის გამო კონფლიქტში შედიან, რომელსაც კაცობრიობის უდიდესი პოტენციალის გამოვლენა შეუძლია – გადარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარი შისების დამარცხებას შეძლებს.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი, კანადა, უნგრეთი, აშშ

ჟანრი: სათავგადასავლო, დრამა, ფანტასტიკა

რეჟისორი: Denis Villeneuve

მსოფლიო პრემიერა: 3 სექტემბერი

მსახიობები: Zendaya, Rebecca Ferguson, Jason Momoa, Josh Brolin, Timothée Chalamet, Stellan Skarsgård, Dave Bautista, Oscar Isaac, Javier Bardem, Charlotte Rampling, David Dastmalchian, Chen Chang, Babs Olusanmokun, Sharon Duncan-Brewster, Stephen McKinley Henderson.

5/5 - (10)