პროვოკაციული დრამა, წარმატებული დანიელი იურისტის, ანას შესახებ, რომელიც მის მეუღლე-ექიმთან, პიტერთან და ორ თინეიჯერ-ქალიშვილთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე ლამაზ სახლში ბედნიერად ცხოვრობს. მაგრამ ანას იდეალური ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც წინა ქორწინებიდან პიტერის პრობლემური თინეიჯერი-ვაჟი, გუსტავი გამოჩნდება, რომელიც მასში რაღაც მიძინებულს გააღვიძებს. ნაცვლად იმისა, რომ გუსტავს დედობა გაუწიოს და ის სწორ გზაზე დააყენოს, ანა მის ცდუდებას გადაწყვეტს და მას თავის საყვარელს გახდის. დედასა და ვაჟს შორის რთული და ვნებიანი ურთიერთობა იწყება, რითაც მთავარი გმირი თავის კარიერას და ოჯახს საფრთხის ქვეშ დააყენებს. საბოლოოდ ანა იძულებულია სასიკვდილო შედეგების გამომწვევი შეუქცევადი გადაწყვეტილება მიიღოს.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: დანია, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: May el-Toukhy
მსოფლიო პრემიერა: 26 იანვარი
მსახიობები: Trine Dyrholm, Gustav Lindh, Magnus Krepper, Stine Gyldenkerne, Liv Esmår Dannemann, Silja Esmår Dannemann, Frederikke Dahl Hansen, Preben Kristensen, Ella Solgaard, Elias Budde Christensen, Carla Philip Røder, Marie Dalsgaard, Peter Khouri, Mads Knarreborg, Noel Bouhon Kiertzner.