დოლემაითი ჩემი სახელია / Dolemite Is My Name

О t
დოლემაითი ჩემი სახელია

არკანზასში დაბადებული, რუდი რეი მური (ედი მერფი) მუსიკისადმი და სამსახიობო ოსტოტაობისადმი ადრეული ასაკიდან ავლენს დიდ ინტერეს, რომელიც ახალგაზრდობაში კლუბებში მომღერალდ, მოცეკვავედ და კომიკოსად მუშაობადა. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სადაც ის კომედიის ჟანრით სერიოზულად დაინტერესდება, მომავალი “რეპის ნათლია” ლოს-ანჯელესში გადადის და კლუბებში გამოსვლას აგრძელებს. სწორედ იქ შეამჩნევენ მას ხმისჩამწერი სტუდიების პროდიუსერები, რომელთა დახმარებით იგი თავის პირველი კომედიურ ალბომს ჩაწერს, თუმცა ალბომი წარუმატებელი აღმოჩნდება. მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობისას, მური ადგილობრივი სუტენიორი, დოლემაითის შესახებ უხამს ამბავს მოისმენს. ის თავის გამოსვლებში ამ სახელის ფსევდონიმის სახით გამოყენებას იწყებს, და ძალიან მალე უბრალო აფროამერიკელებს შორის გიჟურ პოპულარობას მოიპოვებს. მისი კონცერტების ჩანაწერები, რომლის ძირითადი თემა ქუჩის ცხოვრება იყო – უხამსი ხუმრობები სექსზე, მოთამაშეებზე, მეძავეებზე და ნარკოტიკებზე, ღიად არ იყიდებოდა, მაგრამ იატაკქვეშა გაყიდვები მურს კარგ მოგებას მოუტანს. გამომუშავებული ფულის დახარჯვას ის სუტენიორ და კუნგ-ფუ ოსტატ დოლემაითზე ფილმის გადაღებით გადაწყვეტს, რასაც რამდენიმე სიქველი მოჰყვება. რუდი რეი მურის წარმატებული კარიერა, რომელიც დოლემაითის იმიჯის წყალობით გახდა ცნობილი, დღემდე რჩება ნიჭიერი ახალგაზრდა რეპ მომღერლებისთვის შთგონების წყარო.

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიული, კომედია, დრამა

რეჟისორი: Craig Brewer

მსოფლიო პრემიერა: 20 სექტემბერი

მსახიობები: Eddie Murphy, Keegan-Michael Key, Wesley Snipes, Craig Robinson, Chris Rock, T.I., Tituss Burgess, Mike Epps, Chelsea Gilson, London Worthy, Kazy Tauginas, Aaron Craven, Ivo Nandi, Da’Vine Joy Randolph, David M Sandoval Jr.

5/5 - (13)