შევალიე / Chevalier (Chevalier de Saint-Georges)

О t
შევალიე

ისტორიული დრამა, კომპოზიტორის, მეფარიკავესა და ჯარისკაცის, შევალიე დე სენ-ჟორჟის, ასევე ცნობილი როგორც “წმინდა გიორგის რაინდი” და მეტსახელად “შავი მოცარტი” შესახებ, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი წარმოშობით აფრიკელი კომპოზიტორი და მუსიკოსი, რომელიც გახდა ცნობილი მე-18 საუკუნის ევროპულ სცენაზე. შევალიე დაიბადა 1745 წელს საფრანგეთის კარიბის ზღვის აუზში, ის იყო ფრანგი პლანტაციების მფლობელის, ჟორჟ დე სენ-ჟორჟის და აფრიკული მონის უკანონო შვილი. შავი კოდექსის მიხედვით, ბავშვი დედასავით მონა იყო, მაგრამ მასზე მამა ზრუნავდა, რომელმაც იგი წაიყვან საფრანგეთში, რათა მისთვის კარგი განათლება მიეცა. ჟორჟ დე სენ-ჟორჟი უერთდება საფრანგეთის უმაღლეს საზოგადოებას, სადაც თავისი ვაჟის მიყვანას ახერხებს, რომელიც 1752 წელს ფარიკაობის სკოლაში ირიცხება. შემდეგ მთავარი გმირი მეფარიკავეს, მევიოლინესა და კომპოზიტორის თავისი ნიჭის დამსახურებით ფრანგულ არისტოკრატიაში აღზევდება, და ცნობილი გახდება, როგორც აფრიკული წარმოშობის პირველი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი.

გამოსვლის წელი: 2022

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიულიდრამაისტორიული

რეჟისორი: Stephen Williams

მსოფლიო პრემიერა: 11 დექტემბერი

მსახობები: Samara Weaving, Lucy Boynton, Minnie Driver, Marton Csokas, Sian Clifford, Alec Newman, Kelvin Harrison Jr., Alex Fitzalan, Ronke Adekoluejo, Jessica Boone, Jim High, Ben Bradshaw, Sam Barlien, Martin Matejcik, Fatou Sohna.

5/5 - (1)