მოხეტიალე ქაოსი (განუყრელი დანა) / Chaos Walking (The Knife of Never Letting Go)

О t
მოხეტიალე ქაოსი

პატრიკ ნესის ფანტასტიკური ანტიუტოპიის ეკრანიზაცია ახალგაზრდა ტოდი ჰიუტის შესახებ, რომელიც დედამიწელების მიერ კოლონიზებულ შორეულ პლანეტაზე მდებარე ქალაქ პრენტისტაუნში ერთერთი ბიჭია, სადაც მხოლოდ მამაკაცები ცხოვრობენ. კაცობრიობის გადარჩენის ახალი იმედის პლანეტაზე, კოლონისტები “ხმაურით” დაინფიცირდებიან, რის შედეგადაც ყველა ქალი უკვალოდ გაუჩინარდება, ხოლო გადარჩენილი მამაკაცები ერთმანეთის აზრების დანახვას და მოსმენას ისწავლიან. მოულოდნელად ტოდი სხვების აგრესიულ და საეჭვო აზრების ხმაურში მკაფიოდ არჩევს, რომ ქალაქის მაცხოვრებლები მისგან რაღაცას მალავენ – რაღაც იმდენად საშინელს, რომ ჰიუტი იძულებულია გაიქცეს… საკითხავია, როგორ და სად უნდა გაიქცე, როცა შენს მდევრებს შენი ყოველი ფიქრი ესმით?! დევნისგან თავის დაღწევის დროს, გმირი უცნაურ არსებას შეხვდება – გოგონა, რომლის აზრები ტოდის არ ესმის. ვინ არის ის? რატომ არ გაანადგურა ხმაურიანმა ვირუსმა? ახლა ჰიუტის ყველაფრის დავიწყება მოუწევს, რაც მან იცოდა იმისთვის, რომ გაარკვიოს ვინ არის ის სინმადვილეში.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ, კანადა

ჟანრი: სათავგადასავლო, ფანტასტიკა

რეჟისორი: Doug Liman

მსოფლიო პრემიერა: 21 იანვარი

მსახიობები: Tom Holland, Daisy Ridley, Mads Mikkelsen, Demián Bichir, Kurt Sutter, Nick Jonas, Ray McKinnon, David Oyelowo, Cynthia Erivo, Óscar Jaenada, Harrison Osterfield, Mylène Dinh-Robic, Tara Nicodemo, Olunike Adeliyi, Vincent Leclerc.

5/5 - (6)