სხეულით მოვაჭრეები / Body Brokers

О t
სხეულით მოვაჭრეები

ფილმი მრავალმილიარდიანი თაღლითობის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს, რომელშიც “სხეულების მოვაჭრეებად” ქცეული ყოფილი ნარკომანები და ნარკორეალიზატორები სხვა ნარკომანებს სამკურნალოდ თავიან იატაკქვეშა ორგანიზაციაში იტყუებდნენ, ხოლო შემდეგ მათ, როგორც პაცინტებს სხვადასხვა დაწესებულებებში მაღალ ფასებში ჰყიდნენ. იუტა და ოპალი – ოჰაიოს ქუჩებში მცხოვრები ახალგაზრდა ნარკომანი წყვილია. ერთხელ ისინი შემთხვევით იდუმალ მამაკაცს ვუდის გაიცნობენ, რომელიც მათ ცხოვრების სამუდამოდ შეცვლას სთავაზობს და გმირები ლოს-ანჯელესში მიჰყავს, რათა მკურნალობის კურსი გაიარონ და ნარკომანიის შედეგებისგან განთავისუფლდნენ. მალე იუტა და ოპალი გაიგებენ, რომ რეაბილიტაციის მიზანი – არა ხალხის დახმარება, არამედ მრავალმილიარდიანი მტაცებლური ბიზნესის საფარია, სადაც ნარკომანებს სხვა ნარკომანების მისაზიდად იყენებენ. ვუდი და მისი პარტნიორი ვინი იუტას თავიანთი ფრთის ქვეშ მოაქცევენ, და მას მდიდრულ ცხოვრებას აცნობენ. შედეგად, ის რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: გახდეს “სხეულით მოვაჭრე” და გამდიდრდეს ან მისი მეგობარი გოგონა გადაარჩინოს.

გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კრიმინალითრილერი

რეჟისორი: John Swab

მსოფლიო პრემიერა: 19 თებერვალი

მსახიობები: Frank Grillo, Jessica Rothe, Michael Kenneth Williams, Melissa Leo, Alice Englert, Peter Greene, Thomas Dekker, Jack Kilmer, Owen Campbell, Renée Willett, Billy Blair, Ben Hall, Sam Quartin, Caroline McKenzie, Virginia Rand.

5/5 - (2)