ბაბუდოიუს თეთრი ღვინო / Bianco di Babbudoiu

О t
ბაბუდოიუს თეთრი ღვინო

სამი იტალიელი ძმა – მიკელე, რობერტო და სტეფანო, მემკვიდრეობით მიიღებენ მათი მამის მიერ 1948 წელს სარდინიაში გაშენებუ ვენახს. თუმცა, ვენახთან და ერთი შეხედვით შესაშურ პერსპექტივებთან ერთად, ისინი ასევე ნახევარი მილიონი ევროს ოდენობით საბანკო დავალიანებას ღებულობენ. ახლა კი, 15 დღის განმავლობაში ძმებმა უნდა იპოვონ და დაუბრუნონ ბანკს ვალი, რათა არ გაკოტრდნენ და დაკარგონ საგვარეულო ვენახი. სასოწარკვეთილი ძმები ფულის გამო ყველფრის კეთებას იწყებენ, ისინი აბსურდული და გაუგებარი ეპიზოდებით სავსე უამრავ კომიკურ სიტუაციებში აღმოჩდებიან, რომელიც საბოლოოდ არაფრის მომტანი არ იქნება. თუმცა ბოლოს მაინც მიაგნებენ გამოსავალს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მათ წინ იყო – ბაბუდოიუს თეთრი ღვინო.

RUS-თრეილერი: ბაბუდოიუს თეთრი ღვინო / Bianco di Babbudoiu
ITA-თრეილერი: ბაბუდოიუს თეთრი ღვინო / Bianco di Babbudoiu

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: იტალია

ჟანრი: კომედია

რეჟისორი: Igor Biddau

მსოფლიო პრემიერა: 17 მარტი

მსახიობები: Marco Bazzoni, Carlotta Bazzu, Dario Cassini, Roberto Fara, Michele Manca, Stefano Manca, Caterina Murino.

5/5 - (5)