ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული და ოსკარის 93-ე დაჯილდოებაზე წარდგენილი უკარაინული ფანტასტიკური დრამა, რომელიც რუსეთთან ომში უკრაინის მომავალი გამარჯვების და დონბასის დეოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მოვლენები 2025 წელს (ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ) ქვეყნის აღმოსავლეთით, დონბასში ვითრდება, სადაც ახლა დიდი კედელი შენდება. ომმა თავისი კვალი დატოვა ტერიტორიაზე, და ის საცხოვრებლად უვარგისად გამოცხადდა, რადგან გარემო იმდენად განადგურდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ჩანს, ხოლო ამ არარეალურ უდაბნოში წყალი ძვირადღირებული საქონელი ხდება, რომელიც სატვირთო მანქანებით მიაქვთ. სერგეი – ომში დაშავებული ყოფილი ჯარისკაცია, რომელსაც ახალ რეალობასთან ადაპტაცია უჭირს, მოხალისეთა ჯგუფს, სახელწოდებით “შავ ტიტებს” უერთდება, რომლებიც ბრძოლის ველზე დაღუპულთა ექსჰუმაციას ახორციელებენ. ჯგუფში სერგეი მის ყოფილ შეყვარებულს კატიას ხვდება, რომლებიც გამეფებულ ქაოსში მათი სიყვარულის და ნორმალური ცხოვრების დაუბრუნებას ცდილობენ.
გამოსვლის წელი: 2019
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: უკრაინა
ჟანრი: დრამა, ფანტასტიკა
რეჟისორი: Valentyn Vasyanovych
მსოფლიო პრემიერა: 4 სექტემბერი
მსახიობები: Andriy Rymaruk, Liudmyla Bileka, Vasyl Antoniak, Lily Hyde, Philip Paul Peter Hudson, Igor Tytarchuk, Sergiy Komishon, Sergiy Livitsky, Vitaliy Sudarkov, Kateryna Popravka, Olexandr Sobko, Igor Kaznacheyev, Karolyna Sheremeta, Stanislav Zymko, Hajibayli Aikhan Vagif Ogly.