დაორსულების ხანგრძლივი და წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, სატოკო და მისი მეუღლე ბიჭის შვილად აყვანას გადაწყვეტენ. მომდევნო ექსვსი წლის განმავლობაში საშუალო კლასის წყვილი და მათი მცირეწლოვანი ვაჟი ასატო კომფორტულ, თუმცა რუტინულ ცხოვრებას იწყებს. ოჯახის ორგანიზებული არსებობა და ბედნიერება ირღვევა, როდესაც ახალგაზრდა ქალი ჰიკარი გამოჩნდება, რომელიც აცხადებს, რომ ასატოს ბიოლოგიური დედაა, და მის დაბრუნებას მოითხოვს. შედეგად, გმირებს შორის დაძაბულობა იზრდება და თვისი ოჯახის დასაცავად სატოკოც სულ უფრო გაბედული ხდება.
გამოსვლის წელი: 2020
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: იაპონია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Naomi Kawase
მსოფლიო პრემიერა: 16 სექტემბერი
მსახიობები: Hiromi Nagasaku, Arata Iura, Aju Makita, Reo Sato, Hiroko Nakajima, Tetsu Hirahara, Ren Komai, Taketo Tanaka, Rio Yamashita, Kokoro Morita, Hitomi Hazuki, Natsumi Ishibashi, Gô Rijû, Miyoko Asada.