აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი / Are You There God? It’s Me, Margaret

О t
აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი

ჯუდი ბლუმის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედიური დრამა, 11 წლის მარგარეტ საიმონის შესახებ, რომლის ოჯახი ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადადის. მარგარეტის დედა ქრისტიანი, მამა კი ებრაელია, რომლებმაც მათი ქალიშვილი ყოველგვარი რელიგიური რწმენის გარეშე გაზარდეს, რის გამოც ის დაბნეულია და დისკომფორტს განიცდის. თუმცა, ახალგაზრდა გმირი ხშირად გულწრფელად და თავისებურად ურთიერთობს ღმერთთან, სიტყვებით “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი”. შედეგად, მარგარეტი სასკოლო დავალებაზე რელიგიური მრწამსის შესწავლას ირჩევს, იმ იმედით, რომ ამ პროცესში საკუთარი რელიგიის საკითხს გადაჭრის. მისი შესწავლის ნაწილი მოიცავს სხვადასხვა თაყვანისცემის ადგილების მონახულებას, რათა უკეთ გაიგოს რელიგიური პრაქტიკა, ასევე ნახოს, შეესაბამება თუ არა ისინი მას. ახლგაზრდა გმირს სიამოვნებს დროის გატარება მამის ებრაელ ბებიასთან, სილვია საიმონთან, რომელსაც უყვარს ის ისეთი, როგორიც არის და იმედოვნებს, რომ გოგონა იუდაიზმზე მოექცევა მას შემდეგ, რაც მას სინაგოგაში წაიყვანს როშ ჰაშანას მსახურებაზე.

გამოსვლის წელი: 2023

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედიადრამა

რეჟისორი: Kelly Fremon Craig

მსოფლიო პრემიერა: 28 აპრილი

მსახიობები: Rachel McAdams, Kathy Bates, Benny Safdie, Elle Graham, Abby Ryder Fortson, Wilbur Fitzgerald, Gary Houston, Mia Dillon, Ethan McDowell, Aidan Wojtak-Hissong, Sloane Warren, Kate MacCluggage, Jecobi Swain, Rakeem Massingill, Isol Young, Olivia Williams, Mary Clare Mitchell, Samantha Larkin, Collin David Beach, Karen Aruj, Holli Saperstein, Keya Hamilton, Mallory Smith, Amari Alexis Price, Sophia Bell, Rigo Nova, Zackary Brooks, Danni Heverin, Kamryn Phillips, Johnny Land, Grayson Lloyd Murphy, Amelia Rose, Zach Humphrey, Evan Bergman, Wally White.

5/5 - (2)