ოჯახური დრამა 24 წლის პარიზელი დევიდის შესახებ, რომელსაც არაფერი არ აწუხებს. მას არ აქვს მუდმივი სამუშაო და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. მისი უფროსი და სანდრინი – 7 წლის ამანდას მარტოხელა დედაა, რომელიც დევიდის ლონდონში უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში წაყვანას სთხოვს, სადაც იგი მისი ძმის და მათი გაუცხოებული ინგლისელი დედის შეარიგებას ფარულად გეგმავს. თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ, დევიდი ოჯახის გაერთიანებაზე უარს ამბობს. დედასთან 20-იანი უკონტაქტობის შემდედ ის ფიქრობს, რომ შერიგების დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. იმავდროულად, დევიდი მის ახალ მეზობელს, ლენას გაიცნობს და შეუყვარდება. ცხოვრება ტკბილია, მაგრამ ის დიდხანს ვერ გაგრძელდება. პარიზის პარკში პიკნიკის დროს, დევიდის ბედნიერი არსებობა მოულოდნელად კოშმარულ სახეს მიიღებს, როდესაც ტერაქტის შესახებ შეიტყობს, რომლის დროსაც სანდრინი დაიღუპება, ხოლო ლენა მძიმედ დაიჭრება. პარიზი ბლოკირებულია, ქუჩები ცარიელია, ყველგან შეიარაღებული პოლიციაა. ტერაქტის შემდეგ, ახალგაზრდა დევიდი იძულებულია საშინელი მოვალეობით დაწყებული, გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს – უთხრას ამანდას, რომ მისი დედა არასოდეს დაბრუნდება სახლში. სულიერი შოკის და ტკივილის გარდა, მთავარი გმირი მის 7 წლის დისშვილთან მარტო აღმოჩნდება, რომელიც ახლა ზრუნვას საჭიროებს.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: Mikhaël Hers
მსოფლიო პრემიერა: 31 აგვისტო
მსახიობები: Vincent Lacoste, Isaure Multrier, Stacy Martin, Ophélia Kolb, Marianne Basler, Jonathan Cohen, Nabiha Akkari, Greta Scacchi, Bakary Sangaré, Claire Tran, Elli Medeiros, Zoé Bruneau, Lily Bensliman, Raphaël Thiéry, Leah Lapiower.