ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია ორ ჯაშუშ შეყვარებულზე, რომლებსაც ერთი და იგივე დავალება მიეცათ – გერმანელი დიპლომატის განადგურება.
ფილმში მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წელს. მთავარი გმირი – ინგლისელი დაზვერვის ოფიცერი მაქს ვათანი – დავალებაზე მიემგზავრება ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც იგი გაიცნიბს ფრანგ ჯაშუშს მარიანა ბოსეჟურს. მარიანასთან საუბრისას მაქსი აღმოაჩენს, რომ მათ წინაშე ერთი და იგივე ამოცანა დგას: გავლენიანი გერმანელი დიპლომატის განადგურება. ამოცანა მოითხოვს გეგიმს საფუძვლიან შესწავლას და ვირტუოზულ შესრულებას. ბრძანების შესრულების დროს მაქსი და მარიანა ერთმანეთს უახლოვდებიან, და მალე მათ შორის სასიყვარულო რომანი იწყება. რაღაც დროის გასვლის შემდეგ, შეყვარებულები ლონდონში ქორწინდებიან, და მათ ბავშვი უჩნდებათ. მაგრამ მოულოდნელად მთავარი გმირის, ბედნიერი ქორწინება იშლება, როდესაც ის შემთხვევთ გაიგებს, რომ მისი ცოლი ორმაგი აგენტია და პარალერულად ნაცისტებთან მუშაობს. მალე ამის შესახებს მაქსის უფროსობაც გაიგებს და მარიანას მოკვლას დაავალებენ.
საინტერესო ფაქტი: კანარის კუნძულებზე გადაღებების დროს მსახიობი მარიონ კოტიარი სცენარის მიხედვით ნაპირიდან ნავით მიცურავდა. მოულოდნელად მას დიდი ტალღა დაარტყავს და ნავს გადააბრუნებს. მსახიობი წყალში აღმოჩნდება, მსახიობი ბრედ პიტი, დაინახვას რომ მის კოლეგა წყალში იხრჩობა, გადახტება წყალში და გადაარჩენს მსახიობს.
გამოსვლის წელი: 2016
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ბოევიკი, დრამა, მელოდრამა, სამხედრო
რეჟისორი: Robert Zemeckis
მსოფლიო პრემიერა: 23 ნოემბერი
მსახიობები: Brad Pitt, Lizzy Caplan, Marion Cotillard, Matthew Goode, Raffey Cassidy, Charlotte Hope, Jared Harris, August Diehl, Raphael Acloque, Roman Green, Russell Balogh, Marion Bailey, Lasco Atkins, Hannah Flynn, Christian Rubeck.