აკირა / Akira

О t
აკირა

ამავე სახელწოდების კლასიკური მანგის კინოადაპტაცია, რომლეშიც მოვლენები პოსტ-აპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება, როდესაც ტოკიო ბირთვული აფეთქებებით იქნა განადგურებული, რამაც მესამე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია. ნანგრევებზე ახალი ტიტანური მეგაპოლისი – ნიუ-ტოკიო აშენდება, რომელიც აჯანყებისა და რევოლუციის ზღვარზე იმყოფება. კონსერვატორულ მთავრობას არ სურს გააცნობიეროს ვითარების სერიოზულობა და მხოლოდ აქციებს და დემონსტრაციებს არბევს. თინეიჯერი ბაიკერების ჯგუფებს შორის შეტაკების დროს, ახალგაზრდა გმირი უცნაურ ბავშვს შეხვდება, რომელიც ანტისამთავრობო ჯგუფის წევრების მიერ მოტაცებული ერთ-ერთი საცდელი “მუტანტი”-ბავშვი აღმოჩნდება, რომლის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს დიდი ხანია ფარულად შეისწავლლიან მეცნიერები და სამხედროები. ამასობაში, სამხედროები აღმოაჩენენ, რომ ბავშვთან კონტაქტის შემდეგ, ახალგაზრდა ბაიკერში ძალის უზარმაზარი სისწრაფით ზრდა დაიწყო, რომელიც მეცნიერებას არ ექვემდებარება. მეცნიერები და პოლკოვნიკი სიკისიმა, ახალგაზრდა გმირის გაკონტროლებას ცდილობს, ისინი შიშობენ, რომ კატასტროფა, რომელმაც ტოკიო მიწასთან გაასწორა, ისევ განმეორდება, რადგან სინამდვილეში ის კატასტროფა ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბიჭის, სახელად აკირას გამო მოხოდა, რომელიც ახლა მიწისქვეშა ციხეში მდებარე უზარმაზარ ფოლადის სფეროშია გამოკეტილი, რომლის გარშემო მისი თაყვანისმცემელი რელიგიური კულტი გროვდება.

თრეილერი ჯერ არ არის

თრეილერი ჯერ არ არის

აკირა / Akira
აკირა / Akira

RUS-თრეილერი: აკირა / Akira

ENG-თრეილერი: აკირა / Akira


გამოსვლის წელი: 2021

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კინო სიახლე, ფანტასტიკა, ბოევიკი, დრამა, დეტექტივი, თრილერი

რეჟისორი: Taika Waititi

მსოფლიო პრემიერა:

მსახიობები: 

5/5 - (7)