ფილმი დაფუძნებულია ბრიტანელი ბილი მურის ავტობიოგრაფიულ ისტორიაზე, რომელიც ნარკოტიკების გამო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ტაილანდურ ციხეში მოხვდება. ერთადერთი შანსი, რომ გადარჩე დედამიწაზე მდებარე ამ ჯოჯოხეთში არის – ბრძოლა, ბრძოლა სიცოცხლისთვის ყველა შესაძლო გზით. და როგორც ჩანს, ბილი, ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს პოულობს. ის ტაილანდური კრივის (მუაი ტაი) შესწავლას დაიწყებს. ყოველდღიური ვარჯიში მას უფრო ძლიერს და უფრო მტკიცეს გახდის. ბილის ბევრი ძალადობის და სისასტიკის ატანა მოუწევს – იატაკქვეშა ბრძოლები, შეტაკება მოღალატეებთან და ციხის მცველების დაცინვა. საბოლოოდ ბილი მური მაინც მტკიცედ გაუძლებს ყველა ტკივილს და ტანჯვას, თავისუფლების გულისთვის მთელ ჯოჯოხეთს გაივლის. ხოლო მოგვიანებით, უკვე თავისუფლებაზე მყოფი, ის წიგნს დაწერს. ბილი მური – ერთგვარი თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანია, რომელმაც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ნების ძალას და მტკიცე ხასიათს სასწაულების მოხდენა შეუძლიათ.
გამოსვლის წელი: 2017
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: საფრანგეთი, ინგლისი
ჟანრი: ბოევიკი, ბიოგრაფიული, კრიმინალი, დრამა, სპორტული
რეჟისორი: Jean-Stéphane Sauvaire
მსოფლიო პრემიერა: 19 მაისი
მსახიობები: Joe Cole, Vithaya Pansringarm, Panya Yimmumphai, Nicolas Shake, Pornchanok Mabklang, Billy Moore, Somlock Kamsing, Sakda Niamhom, Chaloemporn Sawatsuk, Sura Sirmalai, Komsan Polsan.