ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ნორვეგიაში განხორციელებული სასიკვდილო ტერორისტული თავდასხმის შედეგების შესახებ მოგვითხრობს. 2011 წლის 22 ივლისი – დღე, რომელშიც ჩადენილი იქნა ნორვეგიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი, დაუნდობელი და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი ტერაქტი. ტერორისტმა ანდერს ბერინგ ბრეივიკმა ორი ტერორისტული აქტი ჩაიდინა. პირველი იყო ავტომანქანაში დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქება ოსლოს სამთავრობო რაიონში, აფეთქებას ემსხპერპლა რვა ადამიანი, რამდენიმე მძიმედ დაშავდა. მეორე თავდასხმა მან ორი საათის შემდეგ განახორციელა. ამჯერად მისი სამიზნე იყო ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც მდებარეობდა უტეიას კუნძულზე. პოლიციელად გადაცმულმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა დამსვენებლებს და მოკლა 68 ადამიანი. ამ საშინელი მოვლენების ქრონოლოგია წარმოდგენილია სამი მხრიდან – თავდასხმის შედეგად დაშავებულები, პოლიტიკოსები, რომლებიც ექსტრემალურ სიტუაციაში უმწეონი აღმოჩნდნენ და იურისტები, რომლებსაც სასამართლოში ბრეივიკის საქმე მიჰყავდათ.
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: ნორვეგია, ისლანდია, აშშ
ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, თრილერი
რეჟისორი: Paul Greengrass
მსოფლიო პრემიერა: 5 სექტემბერი
მსახიობები: Thorbjørn Harr, Anders Danielsen Lie, Jon Øigarden, Lars Arentz-Hansen, Anneke von der Lippe, Jonas Strand Gravli, Mikkel Bratt Silset, Øystein Martinsen, Kenan Ibrahimefendic, Joakim Skarli, Seda Witt, Trim Balaj, Marita Fjeldheim Wierdal, Charlotte Bottolfsen Iversen, Tommy Hyving.