საუკეთესო მეგობრები – პოლი და ტონი ნამდვილი შოპაჰოლიკები არიან. ისინი გიჟდებიან თავიანთ თანამედროვე ტექნიკაზე, აქსესუარებზე და ელეგანტურ ტანსაცმელზე. ერთხელ ხმაურიანი წვეულების შემდეგ მეგობრები სანაძლეოს დადებენ: რომელი მათგანი უფრო დიდხანს გაძლებს ყოველდღიური ნივთების გარეშე. ისინი, მთელ თავიანთ ქონებას ჩაკეტილ საწყობში 100 დღით ტოვებენ. სანაძლეოს პირობების მიხედვით, ბიჭებს ყოველ დღე მხოლოდ ერთი ნივთის გამოყენება შეუძლიათ. როგორ უნდა წახვიდე პაემანზე, თუ ტანსაცმელი არ გაქვს? როგორ უნდა გაუკეთო საყვარელ ადამიანს საჩუქარი, თუ ფული არ გაქვს? როგორ უნდა ააწყო ბიზნესი, თუ სუფთა ფურცელიც არ არის? არასტანდარტული სიტუაციები, მეგობრობის, სიყვარულის და საკუთარი თავის გამოცდა გახდება…
გამოსვლის წელი: 2018
რეიტინგი: IMDb
ქვეყანა: გერმანია
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: Florian David Fitz
მსოფლიო პრემიერა: 6 დეკემბერი
მსახიობები: Florian David Fitz, Matthias Schweighöfer, Miriam Stein, Hannelore Elsner, Wolfgang Stumph, Katharina Thalbach, Johannes Allmayer, Sarah Victoria Frick, Max Bretschneider, Maria Furtwängler, Artjom Gilz, Daniel Flieger, Milo Eisenblätter, Nora Boeckler.