მახინჯი თოჯინები / UglyDolls (Ugly Dolls)

О t
მახინჯი თოჯინები

ანიმაციური კომედია ჯადოსნურ სამყაროში მცხოვრები ლეგენდარული “მახინჯი თოჯინების” შესახებ. ამ სამყაროს თითოეული მკვიდრი უნიკალურია: მათი ხასიათით, ჰობით, მისწრაფებებით და ისტორიებით. სიუჟეტის ცენტრში – მოქსი და მისი მრავალრიცხოვანი ერთგული და ენერგიული მონსტრი-მეგობრები არიან. მოქსი – გადარეული და დაუღალავი წვეულებების მოყვარული მწვანე თოჯინაა. მისი უფროსი ძმა ოქსი უფრო მოკრძალებული და ჩახუტბის დიდი მოყვარული თოჯინაა, რომელიც არავის არასოდეს არ დატოვებს გასაჭირში. ასევე სამკუთხედი თოჯინა სახელად აბიმა და მისი ბიძაშვილი ვეიჯი, რომელიც ადგილობრივი სუპერმარკეტის პასუხისმგებლიანი თანამშრომელია, რომლის ხელმძღვანელობა ვერც კი ამჩნევს მის შრომას, არადა რომ არა ის, მაღაზიაში ასეთი წესრიგი იქნებოდა? ხოლო მისი საუკეთსო მეგობარი ბაბო – დიდი ნაცრისფერი კეთილი თოჯინაა, რომელიც ყოველთვის მზად არის დაგეხმაროს და გაგამხიარულოს. ესენი და სხვა გმირები ყველას დაუმტკიცებენ, რომ გარეგნობა არაფერს ნიშნავს, რადგან როდესაც შენ კეთილი გული გაქვს და უამრავი მეგობარი გყავს – ყველაფერი გკიდია!

RUS-თრეილერი: მახინჯი თოჯინები / UglyDolls
ENG-თრეილერი: მახინჯი თოჯინები / UglyDolls

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: მულტფილმი, სათავგადასავლო, კომედია, საოჯახო, ფენტეზი

რეჟისორი: Kelly Asbury

მსოფლიო პრემიერა: 10 მაისი

მსახიობები: Nick Jonas, Wanda Sykes, Kelly Clarkson, Gabriel Iglesias, Blake Shelton, Pitbull.

5/5 - (8)