თეთრი ყვავი / The White Crow
5,7

თეთრი ყვავი / The White Crow

О t
თეთრი ყვავი

ბიოგრაფიული დრამა მსოფლიო ბალეტის ლეგენდარული საბჭოელი ვარსკვლავის რუდოლფ ნურეევის და მისი საბჭოთა კავშირიდან ცნობილი გაქცევის შესახებ, რომელიც 1960-იანი წლების დასაწყისში პარიზში გასრტროლებზე ყოფნის დროს უკან დაბრუნებაზე უარს იტყვის და პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს, რითაც იგი პირველი არდაბრუნებული საბჭოთა არტისტი გახდება. როდესაც მასთან მყოფი კგბ-ს ოფიცრები, რუდოლფის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობენ გასტროლების შეჩერებას და მის უკან მოსკოვში დაბრუნებას გადაწყვეტენ და მას თვითმფრინავში ჩაჯდომას უბრძანებენ, მაგრამ აეროპორტში მყოფი 23 წლის ბალერონი მათ წინააღმდეგობას გაუწევს, რომლებსაც იგი თვითმკვლელობით დაემუქრება და ასე მოიპოვებს ევრიპაში ცხოვრების უფლებას. საბოლოოდ საბჭოთა კავშირი მას სამშობლოს მოღალატედ გამოაცადებს. ნურეევი სამუდამოდ ტოვებს თავის სამშობლოს, სადაც ის არასოდეს დაბრუნებულა. მეოცე საუკუნის ყველაზე ბრწყინვალე მოცეკვავე დიდების მწერვალს აღწევს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში პარიზის ოპერის საბალეტო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ სცენებზე – ვენის ოპერაში მუშაობდა.

თრეილერი ჯერ არ არის

RUS-თრეილერი: თეთრი ყვავი / The White Crow
ENG-თრეილერი: თეთრი ყვავი / The White Crow

გამოსვლის წელი: 2018

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი, საფრანგეთი

ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა

რეჟისორი: Ralph Fiennes

მსოფლიო პრემიერა: 31 აგვისტო

მსახიობები: Oleg Ivenko, Ralph Fiennes, Louis Hofmann, Adèle Exarchopoulos, Sergei Polunin, Olivier Rabourdin, Raphaël Personnaz, Chulpan Khamatova, Zach Avery, Mar Sodupe, Calypso Valois, Aleksey Morozov, Nebojsa Dugalic, Igor Filipovic, Yves Heck.