ჩანერგვა / The Infiltrator

О t
ჩანერგვა

ფილმი მოგვითხრობს, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ ისტორიას, რომელიც აღებულია ყოფილი მებაჟე პოლიციელის რობერტ მაზერის ცხოვრებიდან. მებაჟის საქმიანობაში, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემას, წარმოადგენს საკითხი, ნარკოვაჭრობა ლათინური ამერიკიდან, რომელიც პოლიციის ყველა ძალისხმევის მიუხედავად, გიგანტური მასშტაბებით მაინც ამარაგებს ამერიკის შეერთებული შტატებს. რობერტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდ ნარკოკარტელში ჩანერგვის გადაწყვეტილებას ღებულობს, რომელსაც კოლუმბიელი ნარკობარონი პაბლო ესკობარი აკონტროლებს. თუმცა რობერტის ამოცანა არ იყო უბრალოდ ნარკოტიკების პლანტაციების ან დამამზადებელი ბაზების ძებნა, არამედ მას უნდა მოეძია და გამოევლინა ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული ფულის გათეთრების სქემა, რომელიც შემდეგომ ყველაზე სუფთა ფულად გადაიქცეოდა. ამაში აუცილებლად გარეული უნდა ყოფილიყვნენ თავად ამერიკის მაღალი წრის ადამიანები – ბანკირები და სამთავრობო ჩინოვნიკები. ხუთი წელი დასჭირდა რობერტს იმისთვის, რათა წინ წაწეულიყო, ნარკოკარტელურ იერარქიაში და ყველაზე პატარა დეტალებში საიდუმლოების უმკაცრეს პირობებში ეპოვა და მოეიძია საჭირო დეტალები ასეთ რთულ თავსატეხში, რომელიც საბოლოოდ მიზეზი გახდა ხმამაღალი დაკავებების ორმოცზე მეტი მაღალი თანამდებობის პირების და ბანკირების მთელს ამერიკაში.

ENG-თრეილერი: ჩანერგვა / The Infiltrator

RUS-თრეილერი: ჩანერგვა / The Infiltrator


გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: ბიოგრაფიული, დრამა, თრილერი, კრიმინალი

რეჟისორი: Brad Furman

მსოფლიო პრემიერა: 6 ივლისი

მსახიობები: Bryan Cranston, John Leguizamo, Diane Kruger, Leanne Best, Daniel Mays, Tom Vaughan-Lawlor, Niall Hayes, Lara Decaro, Juliet Aubrey, Olympia Dukakis, Amy Ryan, Jason Isaacs, Richard Katz, Juan Cely.

5/5 - (4)