წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება / The Art of Racing in the Rain

О t
წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება

ენცო – თითქმის ადამიანური სულის და ფილოსოფიური გონების მქონე ოჯახის ძაღლია, რომელიც მის ფორმულა 1-ის მრბოლელე-პატრონთან, დენი სვიფტთან თავისი კავშირის დამსახურებით, ადამიანის მდგომარეობის წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას მიიღებს და მიხვდება, რომ სარბოლო ტრასაზე საჭირო მეთოდები, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოვრების გზაზე წარმატებული ნავიგაციისთვის. ერთ დღეს ჭკვიანი და კეთილი, ენცო სატელევიზიო პროგრამაში მოისმენს, რომ ძაღლის სიკვდილის შემდეგ ის შეიძლება ადამიანად დაიბადოს. ამის შემდეგ, მისი ცხოვრება მიზანს იპოვის. “სწორედ ამიტომ ვიქნები კარგი ადამიანი,” – ფიქრობს ძაღლი, – “იმიტომ, რომ მოსმენა შემიძლია. მე საუბარს არავის არასდროს ვაწყვეტინებ და, თუ ადამიანებს ყურადღებას მიაქცევთ, შეამჩნევთ, რომ მუდმივად ცდილობენ საუბრის თემა შეცვალონ… ადამიანებო, გთხოვთ: ისწავლეთ მოსმენა. წარმოიდგინეთ ჩემნაირი ძაღლი, მოუსმინეთ სახვა ადამიანებს და აზრის გამოთქმის შესაძლებლობა მიეცით”. როდესაც დენის რთული დღეები დაუდგება, ენცო გადაწყვეტს მას დაეხმაროს. ფილმი დენის, მისი ცოლის ევას, მათ პატარა ქალიშვილის ზოის და, ბოლოს, მათი საუკეთესო მეგობარის, ენცოს შესახებ მოგვითხრობს.

RUS-თრეილერი: წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება / The Art of Racing in the Rain
ENG-თრეილერი: წვიმის ქვეშ რბოლის ხელოვნება / The Art of Racing in the Rain

გამოსვლის წელი: 2019

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: აშშ

ჟანრი: კომედია, დრამა

რეჟისორი: Simon Curtis

მსოფლიო პრემიერა: 1 მაისი

მსახიობები: Milo Ventimiglia, Kevin Costner, Amanda Seyfried, Gary Cole, Kathy Baker, McKinley Belcher III, Martin Donovan, Karen Holness, Al Sapienza, Ryan Kiera Armstrong, Aliza Vellani, Andres Joseph, Lily Dodsworth-Evans, Grayson Maxwell Gurnsey, Elizabeth Bowen.

5/5 - (8)