მზის სიმღერა / Sunset Song

О t
მზის სიმღერა

ამბავი სიყვარულზე, გატეხილ გულზე და შეწყვეტილ სიცოცხლეზე. დრამის მოვლენებს მაყურებელი ქალაქგარეთ მდებარე პატარა ფერმაში გადაჰყავს, სადაც ახალგაზრდა შოტლანდიელი კრისი ცხოვრობს. გოგონას ცოტა ხნის წინ 15 წელი შეუსრულდა, და მან უკვე მოასწრო ნამდვილი ტრაგედიის – დედის სიკვდილის გადატანა, და ახლა გმირი თავის ფერმერ მამასთან ერთად ცხოვრობს. მკაცრი მამა არ იზიარებს მოქალაქეების იმ აზრს, რომ ქალებმა ნაკლები უნდა იმუშაონ. მუშაობაზე ასეთ დამოკიდებულება ახალგაზრდა კრის არ აძლევს დასვენების საშვალებას – იგი ფერმაში მის მამაზე არანაკლებ ბევრს შრომობს. რამდენიმე წლის შემდეგ ზრდასულ გოგონას მიეცემა შესაძლებლობა შეცვალოს ყელაფერი. მას უყვარდება ქალაქელი მამაკაცი, ფერმას მიატოვებს და მასთან გადავა საცხოვრებლად. კრისი მასთან ერთად, მისი ცხოვრების საუკეთესო დროს ატარებს, თავიდან შეყვარებულები ქორწინდებიან, შემდეგ მათ შვილი უჩდებათ. ახლა კრის მხოლოდ, ბედნიერი ცხოვრებით დატკბობა დარჩა, მაგრამ ბედს თავისი გეგმები აქვს… ერთი წლის შემდეგ მთელი ევროპა პირველი მსოფლიო ომში აღმოჩნდება ჩათრეული, რომელიც მილიონობით სიცოცხლეს შეიწირავს. ასევე კრისის ოჯახიც არ იქნება გამონაკლისი…

ENG-თრეილერი: მზის სიმღერა / Sunset Song
RUS-თრეილერი: მზის სიმღერა / Sunset Song

გამოსვლის წელი: 2016

რეიტინგი: IMDb

ქვეყანა: ინგლისი, ლუსემბურგი

ჟანრი: დრამა

რეჟისორი: Terence Davies

მსოფლიო პრემიერა: 13 სექტემბერი

მსახიობები: Peter Mullan, Mark Bonnar, Agyness Deyn, Kevin Guthrie, Ron Donachie, Jamie Michie, Daniela Nardini, Stuart Bowman, Hugh Ross, Niall Greig Fulton, Ian Pirie, Jack Greenlees, Douglas Rankine, Linda Duncan McLaughlin, Claire Johnston.

4.2/5 - (5)